ცხოვრება თამაშია


ცხოვრება თამაშია, ტანჯვას ვეგუები,
შეცდომებზე ფიქრი, თითქოს გვიანია.
ბნელს გაურბივარ და ბოღმას ვემალები
უკვე მერამდენე ღამე წყვდიადია.

ეხლა ქარი ხატავს ღამით წვიმის წვეტებს,
საკანს აფერადებს დახურული სივრცე,
მძიმე განაჩენი, მჯერა გადავრჩები
ნეტა რამდენია გზები გასარჩევი?!!

შენზე ფიქრებს გასტანს გაყინული წლები,
ვიღაც პატიმარი იმედს გაუცინებს,
გულში კარანტინი, კორპუსს გადავცდები,
ადგილს შევეგუე ალბად გადავრჩები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ნაბა ხუსევი8 წლის წინ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი