საღებავი


საღებავი, რომ მქონოდა
ცაში ღრუბლებს გავღებავდი!
ათი წლის წინ, რომ მცოდნოდა,
ბაღში მოსვლას გავბედავდი!

გაკოცებდი პატარა ქალს,
გულში სევდას დავმალავდი,
გაგიღებდი სამოთხის კარს,
ანგელოზად შეგიყვანდი.

სამშაბათის მზე მათბობდა,
შენში ღმერთი შევიყვარე.
სიყვარულის ქალი ქროდა,
შემაყვარე მზე და მთვარე.

რა ვუშველო ეხლა ამ გულს?!
ვის მივმართო გადარჩენა?!
ჯოჯოხეთში გადამალულს,
შენში სუფევს ჩემი რწმენა.

მიყვარხარ და მენატრები,
ყოველ ღამე მელანდები.
შენთან მოდის ყველა გზები,
ოცნება და იმედები.

საღებავი, რომ მქონოდა
შენს კედელზე მივაწერდი:
-დაიკიდე ჩვენი მტრები,
მიყვრხარ და მენატრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი