კლოუნი


შენი კარნავალი ტკიილს დაგავიწყებს,
ნიღაბი ბოღმას დამალავს.
კლოუნი ახლა მონოლოგს იწყებს,
შენ კი ამ ნიღბებმა დაგღალა.

ქალაქი ცეცხლში მდუმარედ იწვის
შენ კი კარნავალი გამხნევებს
ოდესღაც ბნელში, ნიღბებით ხელში
ძველი მოგონება გამძიმებს.

ნიღბის ქვეშ მალავდა კლოუნი ცრემლებს,
წლებში დანგრეულ სიყვარულს.
დახატულ გრიმში მალავდა სევდას
ეხლა ნიღბით ცლის სიხარულს.

ქალაქი ცეცხლში მწვავეა რადგან,
კლოუნი ღიმილს გვპირდება.
გრიმს ეძებ ბნელში, პოულობ მაგრამ
შენ უკვე აღარ გჭირდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი