სახარება
-ყველასგან მიტოვებულს, სახარებას მიკითხავდნენ და მამთქნარებდა. ჩემს დაბადებას ქარი ტიროდა წლები გარბოდნენ თითქოს წამებში შუა აგვისტოს ძლიერ სციოდა ცრემლი მოჩანდა ქუჩის თვალებში. ჩრდილში ნაზავმა გამოფიტული ძველი ქალაქის შუქი დაკარგა, სადღაც უღრანში გადამალული წყეულ ქალაქში ჩუმად ჩასაფრდა. -აქ დავიბადე მე! თითქოს ძლიერი და მაინც მტეხავს ზამთარი, ერთი დღე როგორ ვერ გავიხარე, თუმცა დავდივარ ქარში მართალი. ჭაში ჩავარდნილს სანთელს მინთებდნენ ქარები ქროდნენ ჩემს ძველ აკვანთან, ოდესღაც ბნელში მეც შუქს ვეძებდი, ბევრჯერ ჩავლილვარ შენს დერეფანთან. ყველასგან მიტოვებულს, შიში მახრჩობდა, თურმე ვკვდებოდი და ვერ ვხვდებოდი, სახარებას მიკითხავდნენ, მე კი მამთქნარებდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი