ერთი ტკივილი


ერთხელ მოსული
    ერთხელვე მიდის,
    ასე უთქვია:
    არსთაგანმგებელს...
დიახ,ქართველიც
ერთხელა მოდის
და მუდამ გულით
მიაქვს ერთი ტკივილი...
    ერთი ქართველი
    ოც მომხდურს ყოფნის
    და მაინც არ მოჩანს
    მომხდურთა ბოლო...
ძალა მომეცი ღმერთო მაღალო
ქარიშხალივით ვიყო მტრებისთვის
ლომის სიფიცხე უხვად მობოძე
არწივის ფრთებსაც ნუ დაინანებ...
    ბრძოლისა ველი იყოს ჩემი აკვანი
    ნანას მიმღერდეს ორი გველისპირული
    და თუ ოდესმე ვეღარ ვიძლე მტერზე
    მტერს არ ეღირსოს ჩემი პირუკუდ ნახვა...
ჩემი სიცილი მიაწყდეს კლდეებს
მტერს დაუბრუნდეს უკან ათმაგად,
ნუ დამიტიროს ცოლმა ლამაზმა
სამშობლოს დარჩეს შვიდი მგლის ლეკვი!
    ღმერთო მაღალო
    ერთსა ვინატრი
    ერთი ტკივილი წამყვეს სამარეს
    ამ ტკივილს კი ჩემი
    საქართველო ერქვას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი