სიყვარული
მე არ მიყვარხარ, არც მიყვარდები, ვერ გამიგია რატომ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ეს გული შენ დღე და ღამე გნატრობს. ღამეა, ვწევარ და ვერ ვიძინებ ბევრი ფიქრები მიტევს, ამ ფიქრებდიან შენ ამოგარჩევ, დაწერაც შენზე მიწევს. რომ მახსენდება შენი ღიმილი გული შეტევას მიწყებს, თუ არ მოგიხდა ეს ჩემი ლექსი, ვიმედოვნებ არ მიწყენ. ოხ, როგორ მიყვარს შენი თვალები შევადარებდი ლურჯ ზღვას, რომ ვაკვირდები ისე მიტაცებს თითქოს მიძნელებს სუნთქვას. მე შენი თმებიც მიყვარს ძალიან მათი სურნელი მათრობს, ოდნავ შეხებაც საკმარისია და წამიერად მათბობს. შენი ტუჩები, მიუწვდომელი გამბედაობას მგვრიან, მათთან შეხების სურვილი რომ მაქვს სულ მახსენდება გვიან. ვერ შევედრები მე გალაქტიონს და არც შენ გქვია მერი, ერთი საერთო რაც დავინახე, რომ წერა გვიყვარს ბევრი. ვერ ამოვწურავ შენზე ლაპარაკს დავხარჯავ ყვეალ სიტყვას, შემოვინახავ მხოლოდ ერთადერთს და ეს იქნება, მიყვარს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი