13 ცენტი


მაინც შენთან ვარ - რეალობა თუმცა მაშორებს,
ხელში აყვანილ საკუთარ თავს ვსვამ და მივდივარ,
თავს შემოვლებულ დიდი გულით მცირე ნაშრომებს,
გიტოვებ, რადგან გავიზარდე - უკვე დიდი ვარ.

დიდი ვარ, ალბათ არასოდეს ვყოფილვარ მეტი,
მეტიც მხვდა წილად შედარებით უღვთო ქრისტიანს,
ტყვიის სანაცვლოდ ჯიბეში მაქვს ცამეტი ცენტი,
რაც დღესდღეობით სიკვდილისთვის საკმარისია.

მორჩი ყბედობას დღე და ღამე ხელებს გაფარებ.
ჯერ კიდევ კარგად გამოუთლელს, არასრულწლოვან
ქალაქის ბოლოს მიტოვებულ ქუჩის ტრაფარეტს,
ვაწერ რვიანის დახრილ ფორმას, უსასრულობას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი