აღდგომის ალუზია
დედის რძესავით ამოუშრათ წვიმა მზის სურებს, დღეს სხვა სივრცე მაქვს შესაგრძნობი ჩემო ჯულია, მივდივარ, მაგრამ დაბრუნება მაინც მისურვე, იქ სადაც ფრენა რახანია აკრძალულია. არც პოეტობა არ ყოფილა ასე მარტივი, როგორიც ჩანს და აბსტრაქცია ვისღა უნახავს, ხელში მეჭირე გადაშლილი დასტა კარტივით, რომ ჩამეხუტე სამადლოდ და წლობით უნახავს. აწ რაღას ელი მის ''მორდებავ'' ამ წარმოდგენით, რვაჯერ გამხმარი ყვავილებით მარტის ოცია, დამდეგ აღდგომას უფალივით ვერ წამოვდგები, რომ ჩემს სახელზე არასოდეს არ გილოცნია. უკვე, ბურანშიც მოგიტევე ალფა-აუგი, მაინც ხიბლი აქვს უფუნქციო ნაგვიან იას, ვარდის ფურცლობას გაზაფხულის ვადა გაუდის და პაემანიც თავისთავად ნაგვიანია... 76 people reached
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი