არაჩვეულებრივი აპათია
დღეს, მოვიწყინე, თითქოს რაღაცაზე ან ვიღაცაზე გავბრაზდი. გული მოვიყვანე და სახლიდან წავედი. ალბათ საკუთარ თავზე ვეჭვიანობდი... მივყვებოდი, რაღაც უცხო სუნამოს სუნს და ვხვდებოდი, რომ ვაგვიანებდი, იქ სადაც, დიდი ხნის წინ ნაადრევი იყო მისვლა... უკვე დაღამებულიყო... ქუჩაში, ვიღაც მთვრალმა ციცინათელებს დაუწყო გინება, სიგარეტზე რომ არ წაუიკიდეს... ორივე დავიკიდე ალკოჰოლივით და გავაგრძელე ეჭვიანობა, ამჯერად, ვარსკვლავებზე, რომლებშიც ნებისმიერს შეეძლო ჩათქმა სურვილის... ირმის ნახტომი კი დაუსრულებელი გზებივით მეწელებოდა... მერე გამახსენდა, რომ სახლში მარტო ვიყავი და დავბრუნდი იმ გზით რომლიდანაც არ წამოვსულვარ. ახლა კი ვეწევი თამბაქოს, გაზეთში გახვეულ სოფელს და მიძნელდება აპათია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი