უღვთოობის გამოტირება
აჰა, გამითენდა ''უძინართა მზე''. უკვე, ეკლესიაში მივდივარ - ღმერთს უნდა მივუსწრო. დუმილი ომებივით უსასრულოა, ქეყანაში, სადაც საუკუნოვან ხეებს ბილბორდები ანაცვლებს წარწერით - ''მოვუაროთ ბუნებას''... თფუ... კატას მანქანამ მოუჭრა გზა, რატომღაც მივხვდი, რომ თქმულება მათი ცხრა სიცოცხლის შესახებ - დღემდე მჯეროდა... დაცემასავით სტკივათ ფოთოლზე უმსუბუქესი ფაქტი ასაკით უკმაყოფილო ბავშვებს, რომლებიც მეორე ცამეტი წლის მერე ისევ უკმაყოფილონი დარჩებიან ხანთან მიმართებით. მე კი უფრო, მტვრინ თაროზე ჩამოგდებული, გაჩუქებული პორტრეტი მაწუხებს, რომელიც უპატრონოა და მაინც პატრონს ჰგავს. ვუყურებ, ნოემბრის პროცესიას, სადაც კატის სიკვდილით გახარებული ბეღურების ჟიზელი აცილებს შემოდგომას და მიმძაფრდება გამოზამთრების სურვილი. ............................ ახლა ეკლესიიდან მოვდივარ და ვხვდები, რომ გიორგობამდე მეტანიებით გამოვიტირე უღვთოობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი