''მინდა'' რას მიქვიან?!


გინდა, სად გინდა, რას მიქვიან ''მე შენთან მინდა''
შენზე კარგად ვარ სულ რაღაცა ორი სიკვდილით,
არც მიფიქრია ის სიცოცხლე რამდენი ღირდა,
რომელიც უკვე დავკარგე და ვეღარ ვიყიდი.

შენ არ იყავი მესაფლავე იმ პარასკევის,
იასონი რომ გაასვენა სულ სხვა მედეამ,
უფერულად თოვს ამ დილეგში და დავასკვენი,
რომ მიგატოვე საყვარელო, მერამდენეა.

არც გალაკტიონს არ ყოლია სულში დემონი,
ვერც ანგელოზებს მოუწმინდავთ გრანელის ზეცა,
დარჩი იცოცხლე! იმსახურებ ლექსებს მემგონი,
შენ ხომ იმ ქვეყნად უსახლკაროს საცოლე გერქვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი