მასტით ვალეტი


ვიცი, პოეტის ასაკი რომ წლებზე მეტია,
გეძებ სიკვდილის ემიგრანტი, ზღვისპირა ბაღში.
ვეღარ ვეშვები სხვის ქალაქში ბოთლით ხეტიალს,
სამადლო ცის ქვეშ, მირზასავით ''მოხუცი ბავშვი''.

მზე ჩადის, თითქოს ტალღა შთანთქავს მთის ანასახებს,
გვიან იმძლავრეს სულერთმა და ზეცის მჭიდებმა.
თავს თუ მოვიკლავ ,ნურც მდგმურივით ნუ გამასახლებ,
ახლა ღიმილი სიცოცხლეზე მეტად მჭირდება.

ქუდს ზევით ძალა გამიქურდე, საგრძნობი ეგზომ,
ნუ გიკვირს წვიმის ნალოთარი ცრემლი არყიდან.
ბიჭმა,რომელმაც უშენობა დღემდე ძლივს შეძლო
უმართლებს, რადგან, დაასწრო და ღმერთმა გაყიდა.

მისიე მე ვარ საკუთარი თავის გადია,
მოხუციც, ბავშვიც, შუალედიც მისია კოდით 
და ეს გემებიც პორტებიდან მხოლოდ გადიან,
გადიან, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ მოდის.

გზებზე ნაღეძობი პერიმეტრით რყევა მანავის,
რობიზონი ვარ პარასკევას კვალზე ნაჩვევი
და იმ ტუჩების სიწითლე მაქვს მოსაპარავი
აღდგომის კვირა, აპოკრიფის თავი, სარჩევი.

ბრუნავს სიცოცხლის ტურისტივით აწმყო და ნამყო.
იკვრება წრეში მომავლად და მდოგვის მარცვლებად,
მიქცეულ ნერვებს მოსაქცევად ეკლიფსზე ვამყნობ 
და შტორმებს ვუმხელ თოლიების გარდაცვალებას

რომ გულის დამამ ყიამეთი, თითქმის, უარყო ,
სხვა დანარჩენი წამსვლელებიც უკვე წავიდა.
დგანან დღეები ევერესტზე ოდნავ უაზრო 
და ევერესტიც გადმოხტება თავის თავიდან.

მოვიქალაქე, გიბრუნდები ახლა დრო თუ ,
სოციოპატი კარტ–დასტიდან მასტით ვალეტი 
და ტრამალებით უთავბოლო ტაძრის ტროტუარს
სამგზის ვაჯახე სამება და პირჯვარკარები.

ამოვიმთვრალე, მზე ჩავიდა თვალებში ბავშვის,
სკლეროზშეყრილი მოხუცივით ავყურებ ზეცას,
გეძებ ნოემბრის ნახევარი, მეწამულ ბაღში
და მხოლოდ დღემდე დაუთვლელი ასაკი შემრჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი