ბროწეულები
ჰგავდი ბროწეულს და სისხლი ვერ დავღვარე, იგიმ ვერ მოგკალი ზე–ფიქრ ვერმტერი ნი, ლოტე თუ შემინდობს მადლით მაგდაგვარი, სიკვდილს ვინატრებდი მხოლოდ ვერტერივით. ცამდე მიყრილი გაქვს ხატი პორტრეტების, ჟანას შეგალიე მოდიმ ფარ–ნერვები, ასე ყველა დეტალს ვამჩნევთ პოეტები, დღემდე უნიათოც შეგრჩა მანერები. მკერდი მომაბჯინე მკერდზე ტიტებით და მტვრიან ნამტრედალზე ჩატყდეს მტერთა კვალი, გზას ვერ გავაგრძელებ შენი თითებიდან, ტანგო მეცეკვე ან ხელში შემიკალი. გიცდი ძეგლივით და მაწვიმს მოქანდაკეს, ცრემლის სამწერტილი, ვალი ვალენტინის, სხვა გზა არამაქვს და გიჟი არ გეგონო, თვალებს რომ გარიდებ მთვრალი ვალეტივით. დოქებს ღვინგამოცლილ ტანზე ეროზია, ალადასტურით და დასტურ რქაწითელით, ყანწი მომიტანე, როგორც ნევროზიანს, სანამ მორცხვ ბავშვივით ცამდე გავწითლდები. ვიცი შენს თვალებზე არცთუ ბევრი მეთქმის, დღე მაქვს ჰარაკირის, ვიბჯენ დანის წვეროს, თუნდაც პირში გითხრა არ მიყვარხარ–მეთქი, ჩემი ერთი სიტყვაც აღარ დაიჯერო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი