მიბაძვა
როცა უნებლიედ, მზისკენ გაგირბის თვალები, მე შენი სულის სარკეში ყველა ათინათის დათვლა შემიძლია... ამ დროს, დუმს სამყარო... დუმს და ჩემი გული ყოველგვარ სტიქიაზე მეტია... შენ მზეს ბაძავ, ვატყობ, რომ თანდათან მიმბაძველი მისაბაძზე უკეთესი ხდება. მე კი - ჩრდილის ერთგულებას ვითავსებ, რადგან ის არასდროს, ტოვებს მზეს მარტოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი