ვითომც არაფერი


ვითომც არაფერი -
ისე დაიცალა ქუჩა ფოთლებისგან,
წვიმა ქოლგებს ხვრეტდა, გაპიროვნებული,
თითქოს დანარჩენი
მათთვის ნაწილ-ნაწილ მყისვე სველდებოდა,
გრძნობის მიხედვით და
ქარმა ან რა იცის
იქნებ სულ არ ჰქონდათ ხეებს გასაქცევი.

რადგან შეეჩვივნენ გადამეტებულად
ქუჩის იდილიას,
ახლა სიმარტოვეს დამოკიდებულებს
ვისკის სუნი ასდით,
წვიმს და პოეტისთვის ქოლგის მოფარება,
თითქმის სირცხვილია,
ჩემდა უნებურად, ვითომც არაფერი -
ისე შემიყვარდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი