აკვარელის ცა
ცას ცა ჩამოექცა აკვარელის, წვიმაც თითქოს შენი მზითებია, მკვდარმა იკითხოსო საყვარელო, თორემ სიკვდილამდეც ქვრივდებიან. ახლა ფარისევლად ნუ მგლოვობ და ჭირსაც წაუღიხართ წარმართები. ბევრად დიდი გული რომ გქონოდა, მაინც ვერასოდეს ჩამატევდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი