სარაფნები
გზები დაფოთლილი, წვიმის განაფენი, სახლში დაბრუნება გიჭირს ნაილია. თოკზე სველდებიან ჭრელი სარაფნები, შენი სარაფნები ათასნაირია. ხუთავს კედლებს ნესტი, ტვირთად და ლოდებად მაწევს უღიმღამო ღამის ამინდები. შენთვის, საუკუნო ვნებით დალოდებას, რომ ვთქვათ რა ხეირი? - თორემ დაგპირდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი