ვინ იცის


შენ ჩამოამტვრევ კარების ყავარს,
რომ გზები მაინც ნაბიჯებს ითხოვს.
ვიცი, ნანახი არასდროს გყავარ,
უცნაურია - გახსოვდე თითქოს.

მოდიხარ ჩემთან და მაინც მხოლოდ
სხვა რამეს ვატყობ ახლა ლავიწებს.
სამგზაგასაყარ ქუჩაზე ვცხოვრობ
ვინ იცის გული საით გაგიწევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი