მკვდარი თოჯინები
თეთრად თენდება, რომ შავი ნაწყვეტია, ამ ტოლ დღედაღამურ - სწორი მიწილების, ითვლი სასექტემბროდ, როგორ გაკლდებიან, მამალს ვერ ნაჩვევი ნორჩი წიწილები. და შენც აიყარე ზამთრის მოლოდინით, თითებს უფათურებ ფანჯრის ორმაგ მინას, ახლა როგორც წესი ფიქრობ ბოროტივით, შენში ოჩოპინტრეს გარეთ ქალაქს სძინავს. თითქმის ყველაფერი ირგვლივ უკვე ბოდავს, ღამეც მისებურად გაყოფს თავს წვიმაში ნეტავ რომ იცოდე მთელი კაცთა მოდგმა, რამდენ დანაშაულს ამხელს მის წინაშე. ყვავი დაგჩხავის და ცუდის ნიშანია ცუდად დაგიცდია ადრე ეს დილები, ძველად იცოდნედ და მათგან გისწავლია, და შენც ეზიარე ცოდნას ეწილები. გენს რა შეგიცვლიდა გჯერა ცრურწმენების, მარილს გაუფრთხილდი თორემ მაქციები, ცუდ დღეს დაგაყრიან გწამდეს რომ წნევები, წინამორბედია დიდი გაციების. დაგკრა სიმარტოვის სხივმა უწინიდან, სისხლი ძარღვებს ხეთქავს ჭარბი მოჟინებით, ზიხარ ფანჯარასთან მთვარეს უცინი და, სახლში ცოცხლდებიან მკვდარი თოჯინები. გათენდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი