თუ მე მოვკვდები ახალგაზრდა (if i die young)
და თუ განგება ასე გადაწყვეტს და თუ იქნება ნება "მაღალი" პირდაპირობა, ცოტა არ აწყენს დაფუძნებული მხოლოდ საღ აზრის შიშს ცხოვრებაშიც არ დაუთრგუნავს ჩემი ყოფა და ჩემი ცხოვრება რაღა მაშინებს, რაღა დამთრგუნავს უკიდეგანო გაცისკროვნება?! არა შემცდარხართ, სული მევსება მე სიყვარულით მხოლოდ მათთდამი, ვინც შემიყვარა და არ გამაგდო, როგორც გააგდო ღმერთმა ადამი წვიმაშიც ვმდგარვარ, სიგიჟით გარეთ და მიცეკვია წვეთებთან თრთოლვით მეც მყვარებია ახალწელს თოვლი და ვერც ვტკბებოდი ბოლომდე თოვლით. იცით ბავშვობა მქონდა როგორი?! თანატოლებთან მუდმივ თამაშში შენ კი განგებავ ნუთუ ამასაც დაუფიქრებლად მასაც გადაშლი და თუ მოვკვდები მე ახალგაზრდა წავალ სადღაც და ვტოვებ სიყვარულს არც მოგონებებს და არც ვაებას... მხოლოდ სიყვარულს, მხოლოდ სიყვარულს ვტოვებ იმედს რომ არ მიცხოვრია მე უმნიშვნელო წამიერ კადრად. არ მიცხოვრია ასე უბრალოდ, მხოლოდ მომავლის იმედის დარდად სულს ვერ გამიხდით, როგორც მშფოთვარეს და ტყუილად გაქვთ ამის იდეა სულით ხორცამდე სიმტკიცეს ვერწყმი სულში ქარის ქრის და სიმშვიდეა ეს ის ქროლვაა მიწიერიდან რასაც ვიტოვებ, სადაც ვიქნები შენ კი განგებავ! ჰა... აღასრულე ეს უსამართლო შენი ფიქრები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი