მომეცი ძალა
მომეცი ძალა რომ დავდგე ფეხზე და კიდევ ერთხელ ავხედო ზეცას მომეცი ძალა დაუსრულებლად... დაწყებულ სათქმელს, ვაგრძელებ დღესაც შემხედე! მე ვარ ისევ ისეთი ისევ ისეთი, ერთი შეხედვით თუმცა ვიქნები - ისევ ისეთი მიწას რომ ვიგრძნობ ერთი შეხებით მომეცი ძალა რას ვითხოვ ისეთს? უხვ სასწაულების ამ ეპოქაში მინდა უბრალოდ თუნდაც ბავშურად დაუსრულებლად ვცეკვავდე ქარში სჯობს რომ გავჩუმდე... აქ ოცნებებიც იფერფლებიან უკვე წლებია იფერფლებიან, როგორც სურვილი რომელსაც ახდენა- არ უწერია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი