ცხოვრებას...


მე დავამთავრე... ამით ვასრულებ 
თქვენ კი უბრალოდ, იცოდეთ მაინც 
და თუ რაღაცა ვერ ავასრულე 
გახსოვდეთ ჩემი, ცუდიც და კაიც

ეს არ ყოფილა მიზეზი წასვლის 
ეს არ ყოფილა იდეა მხოლოდ
ვტოვებ ცხოვრებას ცოდვებით დასვრილს,  
მოგონებებში რომ გამიყოლოთ  

რომ ჩამაქსოვოთ წარსულის ხატად 
რომ გამიხსენოთ ათასში ერთხელ 
მე გაზაფხული ვიქნები - მარტად 
და ყვავილივით მოველი შენ ხელს 

შენ კი მომწყვიტავ, წამიღებ ვიცი 
და უსახსოვრებ შორ გზაზე შემხვედრს 
მე შემოდგომად ამჯერად გიცდი.
სადღაც კი წერენ, მომავალ შენ ხვედრს 

ჩემი ესაა... შორს სამყაროსგან 
სადაც სიკეთეთით ბორტსა ვსჯაბნით 
თქვენ კი მართალთა ისე გაროზგავთ 
რომ იამაყებთ თავადვე დასჯით 

აქ ხომ ასეა, გადახვეული 
ცრუ იდეები ჯაჭვად გერტყმიან 
ქალაქში მხოლოდ დადის სხეული 
სული სადაა? ვერც კი გეტყვიან 

ზიზღი გახრჩობთ და თავლთაც გაბრმავებთ
ასე უარესს აწყდებით მხოლოდ
ყოველი ცუდი, გაათასმაგეთ 
დაბრუნება კი არავინ მთხოვოთ 

თქვენ მეგობრებო! ნუ გეწყინებათ 
დრო მოახლოვდა უბრალოდ წასვლის
გულს ეფინებით, ლამაზ მძივებად 
ვტოვებ ცხოვრებას ცოდვებით დასვრილს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი