მიყვარს...


მიყვარს დილა, 
განთიადი 
ბავშვივით რომ დღესაც მავსებს 
მზის სხივებიც ვერ დაგვღლიდა 
სიყვარულით აღვსილ ბავშვებს 
მიყვარს ღელე, 
სოფლის ბოლოს 
ისეთი რომ გაგაოგნოს.
მისი ღელვა,სიგრძე,განიც 
ოდა სახლის აივანიც... 
მიყვარს ხალხი 
ასე თბილი,
ძველებური სალოცავი 
მეტი რაა...დარჩენილი 
საუკუნო სახსოვარი  
მიყვარს ცქერა,ჩემს სარკმლიდან  
პატარების ჟრიამული... 
ზოგიც მახსოვს მე აკვნიდან 
როგორ იწყეს სიარული  
მიყვარს ის დრო, 
წარსულიდან 
რა გრძნობითაც,ვიყავ მაშინ 
ბოროტებას არც უღირდა 
დავემონეთ ოცნებაში 
ვერას აკლებს,სათნო გულებს 
სიკეთით რომ ასპეტაკებს 
მიყვარს იმის გაფიქრებაც 
ვერვინ წაშლის ამ ეტაპებს 
მიყვარს ბინდი, 
როგორც ადრე 
შორ ვენახში მწოლიარე 
ვარსკვლავების სითამამეც 
ასე ლაღად მოტრფიალე  
მარადიულ ამ სიყვარულს 
ვერ უძებნი,სახელს,სიტყვას 
და იცოდეს ჩემ თბილისმა 
რომ უბრალოდ_მე ის მიყვარს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი