წვიმა არ იყო


წვიმა არ იყო, წვიმა არ იყო
წვიმა არ იყო და მაინც წვიმდა,
ნოემბრის სუსხი სათადარიგოდ,
შიშველ ნოემბერს უქსოვდა წინდას,
და ბეღურები ეკვროდნენ სარკმლებს,
სიცივე კრთოდა, კედლებზე, გზაზე
და სახურავებს სცდებოდა კვამლი,
მკერდშეყინული დუმილით სავსე,
არ ჩანდა არვინ, არ ჩანდა არვინ
იდგნენ ჭადრები ჩუმად და მშვიდად,
და შემოდგომის ჭლექიან კარვებს,
სიო ოქროსფერ ფოთლებად შლიდა.
სიცივე იდგა და ზამთრის ეშვებს,
ელოდებოდნენ ხეზე ჩიტები,
მოჰქონდათ ტყიდან დამპალი შეშა,
დუმილით, თრთოლვლით და მორიდებით.
სციოდათ ხეებს, ქუჩებს, შენობებს,
და მგონი ყველას სციოდა ირგვლივ,
და ჩემში იდგა კვლავ უშენობა
და უშენობით განცდილი ფიქრი.
რტოებს ეკვროდნენ მწვანე კვირტები,
და ირგვლივ სიო ქროდა ირიბი,
ვფიქრობდი:ალბათ გამიჭირდება,
ზმთართან ძმობა, ანდა პირიქით...
და გადიოდა წამების გროვა,
და არ შემწევდა ფიქრის უნარი,
ისე უეცრად მოვიდა თოვლი,
ჩემი ცივი და სველი სტუმარი.
ათოვდა ხეებს, თოვლი ეხურა
მიწის ყოველ ბწკარს და ყოველ მხარეს,
და მე ვხედავდი ციცქნა ბეღურებს,
გოგო თუ როგორ უღებდა კარებს,
და მე ვხედავდი როგორ მიჰქონდა,
ბიჭს ძაღლებისთის ნატეხი პურის,
თუ როგორ თვლემდნენ თოვლში კატები
და ისრისავდნენ გაყინულ ყურებს,
მე ვუყურებდი შეცივნულ ჭადარს,
ვუსმენდი ქარი როგორ კიოდა,
როგორ იფენდა ფიფქების საბანს
და ჭადრებს უკვე აღარ სციოდათ.
აღარ სციოდათ სახლებს და ჩიტებს,
ძაღლებს და კატებს, კაცებს თუ ქალებს
დაშლილი იყო სიცივის კლიტე,
და სიძუვილის ჩამოლპა მხარე.
ასე სცოდნია ზამთარს და ყინვას,
ასე სცოდნია დუმილს თუ კივილს,
თუ ვართ ამ ქვეყნად და თუ კი გვიყვარს,
აღარ აქვს აზრი სიზმარს თუ ტკივილს.
ოდეს ყველას გულს ედება ბზარი,
სიკვდილი ყველას გვაქცევს ნარჩენად,
მოდი სიძულვილს დღეს ვუთხრათ არა
ისევ სიცოცხლის გადასარჩენად...
"როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი