ჩემი ცოლი
მე ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს, მასაც ვუყვარვარ, მე ვგრძნობ და ვიცი, და გულზე ვიწერ მის ყოველ სიტყვას, მის გამოხედვას და ბავშვურ სიცილს… მე მიყვარს იგი, ვინ იცის როგორ, მე ვიცი მისი გემო და ფასი. ცისფერთვალება, პატარა გოგო, მზით გაბრწყინებულ ჩანჩქერის მსგავსი… ჩვენ, როგორც დანტე და ბეატრიჩე, რაღაც უცნაურ გრძნობებით ვიწვით… და ერთმანეთის ვითვლით ნაბიჯებს, და ვიმეორებთ ერთურთის სიცილს… ჩვენ ერთად გვაწვიმს და ერთად გვათოვს, და ყოველ დილით თვალს ერთად ვახელთ. რომ არასოდეს არ დავრჩეთ მარტო, რომ თვალწინ გვედგას ერთურთის სახე… ვერ მოვუძებნეთ ამ გრძნობებს ბოლო, და სული ჩრდილებს ბრმასავით გაჰყვა. და სამწუხარო ის არის მხოლოდ, რომ მიყვარს ცოლი, რომელიც- არ მყავს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი