წადი..
გული უშენობით ბორგავს ტკივილს ყველა ნერვი მიაქვს როგორც ტიციანს და ლორკას, ისე მელოდება ტყვია.. ფიქრით ახდენილი სიზმრის ვხედავ აალებულ წადილს, ახლა ყელამდეა სისხლი გულით გეუბნები - წადი... შემრჩა ლოდინი და ბრონტე, თავის ქარიშხლით და მთებით, მე და ამორძალი ლონდა მთელი სიძულვილით ვთბებით, რადგან სიკვდილია მგონი ჩემი საბოლოო გეზი, ჭადრებს დაუკარგავთ გონი ზამთრის გაბრწყინებულ მზეზე, უნდა მოვერიო კენტავრს, უნდა დავამარცხო როში რადგან ტყილია კენტად დარჩე ამ არეულ დროში, ფიქრით ახდენილი სიზმრის ვხედავ აალებულ წადილს, ახლა ყელამდეა სისხლი გულით გეუბნები - წადი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი