არასოდეს წასულხარ


არასოდეს წასულხარ, და არასდროს იყავი, 
ახლაც სევდა აეკრო გარინდების ალიონს, 
დამრჩა მხოლოდ ტკივილის ორიოდე იგავი
და მსურს ჩემი ცრემლების ბოლო წვეთიც დავლიო,

და დგას ჩემი სხეული მისადგომზე პარტერის, 
სცენას ირგვლი არტყია თოვლისფერი ზეწრები, 
დაქრის ნელი სიჩუმის ცივი კორიანტელი, 
მე ცხოვრების უნიჭო წარმოდგენას ვესწრები..

და დგას სუნი არაყის, უხარისხო სიგარის, 
თვლემენ წინა რიგები, მოლო რიგში კვნესიან
დარდი- ჩემი ცხოვრება, დედამიწა- ტიხარი
და სიკვდილი- უდროოდ მოვლენილი მესია.

ძარღვში თრომბოციტების ნაცვლად დაქრის ნიკოტინ, 
ჩემო ლურჯო ნირვანავ, აველუმ და ალივა, 
ახლა ჩემო ძვირფასო, სანამ რამეს ვიტყოდე, 
გეტყვი უკვე აღარ ვარ და საერთოდ- მკვდარი ვარ..

არასოდეს წასულხარ, და არასდროს იყავი, 
როცა სევდა აეკრო გარინდების ალიონს, 
დამრჩა მხოლოდ ტკივილის ორიოდე იგავი
და მსურს ჩემი ცრემლების ბოლო წვეთიც დავლიო.


ზამთარი მოდის და ვგრძნობ სიცივეს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი