მსურს რაღაც გითხრა
მსურს რაღაც გითხრა და სისხლი ფეთქავს და დამსკდარ ტუჩებს სხვა ელფერს აძლევს მე შენს სიყვარულს გავიხდი ღმერთად და თვით ეშმაკთან ჩამოვალ ნაძლევს.... რომ მიყვარხარ და რომ მეყვარები, რომ მინდიხარ და რომ დამჭირდები.. და ბრიალებენ შენი თვალები, ცისფერი, როგორც ზეცის ზვირთები.. ღამენათევს და ფიქრით გალეშილს ყელზე ყულფგაყრილს მოვგავარ ბოშას და შენს ელვარე, ცისფერ თვალებში ისტერიული დუმილი მოსჩანს... მსურს რაღაც გითხრა, ვამბობ - არაფერს და მინდა გულზე ძარღვი გამიწყდეს და ფილტვი კვამლით მოვამარაგე, რომ შენი სუნთქვაც გადამავიწყდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი