მკვდარი გედების ტბას
მზე გაირიყა. სადღაც ტალღები ზღვაში ახრჩობენ მიწას, შენ, გულნატკენი, აკვნის პანაშვიდს ღამის სიჩუმეს უძღვნი. მთვარე - სუდარადაფარებული, აცრემლებული ბაო, შენი თვალების ფსკერზე დაყრილი ვარსკვლავებისკენ იწევს. ჩემგან მორთმეულ კესანეებით, ვიღაც, სულისთვის უცხო, შენს დახავსებულ ნაპირებს მორთავს, მკვდარი გედების ტბაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი