მზის სამკალი
არ ვიცით რა მოხდა. როდესაც გიკრეფდით სამოთხეს, მინდორში მზე იყო - - სიწითლე სიმორცხვეს მოჰპარა. პეპლებმა ნატიფი აკვნების ტერფები გამოხრეს. დაოთხილ პატარებს დაგვტირის უმანკო კოპალა მთებიდან, ზეციდან. ან, იქნებ, ქარები უკრავენ რექვიემს. ან, იქნებ, ტირიან პატარა აკვნები... დედებმა გვითხრეს, რომ მზე არის თბილი და თაკარა, არადა, მზეები უდედოდ ვერაფრით ავკრიფეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი