თებე
შენი სახელია - მიწა, ჩემი - უდაბნოა, თებე, სულზე შემოდგომას იცვამ, ოქროს ქედები რომ თიბო. თიბე თებაიდა - ქარვა, თოვლის თითებით და ქარით. თეთრი დრათხარების გარდა, მწარე ღამეების გამო, ტბები ხარხარებენ ღამით - - მწვანე ბაყაყების გამა. შენი სახელია - მიწა, ჩემი - უდაბნოა, თებე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი