ზამთრისპირა მზის ელეგია
თებერვლისპირზე, გაფითრებულ ქალაქს ვუმზერდი; სულს კი ეგონა, საგიჟეთში გამოიღვიძა. ჰაერი ჰგავდა შეუვალ მინას. თოვლი იწვა, განაბული, როგორც პითონი და მზის სხივები, მის ცივ სხეულს ზანტად ალღობდნენ. თოვლი კი იწვა, განაბული. და ვიდრე სული, ის-ის იყო, რწმენას კარგავდა, რწმენას - სიგიჟის, ის - ნიადაგში ჩაღვენთილი თითქმის ბოლომდე, უკანასკნელად გაიზმორა, ზეაიზიდა და მზე დაკბინა წითელ სასაზე ჩამოზრდილი წყვილი ლოლოთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი