სისხლდენა
კირქვათიხიანს, ბზარებიდან მიჟონავ სისხლად, მიპოხიერებ სულზე მიყრილ მიწის გოროხებს. იანვრის სუსხი დაჟანგებულ ხერხემალს მიხრავს (ყველა სიცოცხლე, სიკვდილს მონახავს, როგორც, ნასოფლარს - მეწყერი), თუნუქის ზეცას სახსარნატკენ მკლავით ვეყრდნობი. არ მაქვს შენდობა და ყოველ სისხამს, მისხალ-მისხალ, სისხლად მეცლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი