დაცემა
იანვრის პირქუშ, რუხ ამინდში მახრჩობს ჟანგიანი ხველება. ვარ აჩონჩხილი მეხამრიდი, ხმელი, ნუჟრიანი ხელებით. თიხა ვარ, ხახადაღებული, დახეთქილი თხემით-ტერფამდე, ღამის მანტია-საღამურით, მტვერში გათქვეფილი პირბადით. დღესავით ცხადი ღამე არის, სული - ხერგილი, მიწიანი. ვეცემი, ნაბიჯარეული, როგორც, ვეჩელი ტიციანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი