მე მახსენდება ყოველი წამი
მე მახსენდება ყოველი წამი სოფლად ალვნისა ნაყანობევზედ შთენილი ნამი, ბებრების შუბლზედ, მჭვუნვარედ რომ ატყვია ჟამი ჟამი - ბედკრული ცხოვრების და მძიმე ჯვარი. და აგერ ტიფლისს გადავხედავ მეტეხის ჩრდილში დღე გამიგრძელდა წარსულის და მომავლის ფიქრში, დავეხეტები უგზოდ-უკვლოდ თვალების გრილში გამოვეხვიე ესე ყოვლად ეულად ნისლში... დღეს გადავუვგდე ძვალი- იყო მშივრად მყოფელი ღამეს ვაძალე შავი ღვინო- წუთი ყოველი, გათენებიდან დაისამდე - ბახუსთ მშობელი დაღამებიდან აისამდე- ღმერთის მგმობელი. "მეთუშაელი"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი