ოდეს ურმერთოს!


იცი მაგრად მიყვარხარ
მე წავედი იცოდე,
დაე შუაღამისას 
ცეცხლის ალში ვიწვოდე.
რადგან შორს შენ მიგყავარ
ეს იცოდე, იცოდე,
მე შენ ძლიერ მიყვარხარ 
,,ანგელოზი'' გიწოდე.
'
და თუ გაუგებრობა 
ჩემში არის ყოველთვის,
მე არ, შენთვის მითქვია
სიყვარული მომელტვის.
დაე შუაღამისას 
ცეცხლის ალში ვიწვოდე,
ეს იცოდე ერთი რამ
,,სანატრელი'' გიწოდე.
ისე, არ დამიჯერო 
მე არ ვიცი რას ვამბობ,
საბოლოოდ დუხჭირი
ჩემში სიტყვას გააპობს.
სიხარული ცხოვრების
მე ჩამაგდებს ნაპრალში,
სიყვარული ოცნების
განსხეულდა ასტრალში.
იცი შენის მშვენებით
არც თუ ისე გმირული,
გატიალდა მძევლებით
კოშკი მარადიული.
შენზე ფიქრმა ამრია
ისე მაგრად დამათრო,
რომ დამეცეს არმია
მუშტით, წიხლით გავაპობ.
ალბათ მაგრად მჭირდები
იმ დასკვნამდე მივედი,
და რომ შენზე ვგიჟდები
დავითანხმო იმედი.
კოშკიდან კი დროდადრო
მწვავდნენ ცეცხლის ალები,
ჯოჯოხეთის გაჰქრა დრო
შემრჩა შენი თვალები.

"მეთუშაელი"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი