ვგიჟდები, როცა უარაფროდ ვარ
ვგიჟდები, როცა უარაფროდ ვარ და ეს სამყარო ფეხზე მკიდია, მე მიყვარს როცა გამთენიისას ალიონს ვხვდები მკრთალს და ვნებიანს... მე მიყვარს მთვარე მთვრალი ღამისა თამბაქოს ბოლში გახვეულისა, გალეულისა და ეულისა ფიქრებით მთებში დალეულისა... მიყვარს მხატვარი, მაგრად არეული მიყვარს პოეტი, დინჯი მთვარეული მიყვარს სიცოცხლე, ბოთლი ბოჰემური და ჭანჭიკები, ''რეზბა'' მოშვებული. მიდის დღეები წამ–წამწუთობით გავიდა წლები, თვეთა მრუდობით. სიგიჟის იქით, ქრიშხალია იმის იქით კი გარიჟრაჟია... რა რიჟრაჟია..?! რა რიჟრაჟია..?! რა რიჟრაჟია..?! გათენდა ისევ ნაბახუსევი ისევ არყისფრად გათენდა დილა, და კარგია როცა უარაფრო ვარ და ეს სამყარო ჩემითვე მივა. მეთუშაელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი