ისევ მარტოდ ვიგრძენ თავი
ისევ მარტოდ ვიგრძენ თავი ისევ მომეჩვენა ავი ძაღლის თავი, სახით დაკოდილი, ნაჭრილობევი ტანი სისხლძარღვ გამოცლილი, ნაიარევი კანი. ეეხ.. მშივრად მომღიმარი გულგესლდებული მთვრალი ქუჩაში ოდეს ქებული, ფიქრით დავრდომილი, ყორეს გდებული სიყვარულ ნაჭამი, მაძღრად მგლებული. ნაჯიჯგნი გული იარას ირჩენს ახალ ცხოვრებას ბედ-იღბალს ირჩევს, თუ ძაღლისთავი მეორედ იჩენს გული პირიქით დუელში იწვევს. მზე ამოვიდა, ქუჩას გავერიე ღამის სიზმრები წარსულს გავატანე, აქვე ქუჩის ბოლოს ჩხუბში ჩავერიე ბავშვებს სიყვარული გულში ჩავატანე. თუ ცხოვრებაში ბედმა მიმსხვერპლა ბოღმა და შუღლი ვერ რას დამაკლებს, ნაძვლევ ჭალებში ვეტყვი მიქაელს თასი ამივსე და ნუ დამაკლებ. გული აივსეთ იმ სასმისით რომ სიყვარულში შთაინთქმებოდეთ, ერთურთს პატივი მიაგეთ ყველგან ნათესს მოიმკით გაინთქმებოდეთ. ბოროტთ სავანეს ნუ დასჯერდებით სინდის–ნამუსი წესად აქციეთ, პურს დაინახავთ, ნუ გაჩერდებით გაუნაწილე მშიერს აწიე. უდაბნოებას გადაულახავს მამაცი გული ვერ დაულახვრავს, მჩაგვრელს ჩაგრული რომ გაულახავს ლაჩარს ვუწოდებ იმ დაუნახავს. აღმართს თუ ნახავთ გადაულახავს ფიქრთა ქვაველის იქ გული ჩადე გზის საკვალი, მომავალების, რომ გადასერავთ სიმაღლეებს თვალუწვდომ ველებს თქვენ დაინახავთ ცხოვრებისგან დაფარულ ფერებს. გინდ მთიულ იყავ გინდ ხევსური გინდაც ფშაველი გინდ ქართლელ იყავ, გინდ მეგრელი ან და კახელი, ნუ მოეშვები გადალახე ყველა გზაველი გაგახსენდებათ რას ბოდავდა ''მეთუშაელი''.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი