ქალი
ქალი პოეტთა შთაგონების უკვდავი წყალი ქალი მსუბუქი სიოსებრი მშვიდი და წყნარი, ქალი ელვისებრ ნაჭექი - და შიშის ზარი ქალი პოეტთა შთაგონების უკვდავი წყალი. ქალი საამო ჰანგისებრი ვით ედემს ქნარი ქალი მუზაა სიყვარულის ტბასავით მტკნარი, ქალი ტანჯვა, ქალი წარკვეთა და მაინც ქალი ქალი პოეტთა შთაგონების უკვდავი წყალი. ქალი მეძავი, ქალი ცოლი, ქალი სამყარო ქალი ტკივილი ქალი სითბო - გრძნობაც ვამყარო! ქალი ეშმაკი ქალი ვნება - ვის ქმარს გავყარო ქალი ღამის მზე, ქალი მთვარე, ქალი სადარო. და მაინც ქალი პოეტების უშრეტი წყალი ქალი ღვინოა, ხაიამის ბოთლივით მთვრალი, ქალი რუსთველის კალამი და - მიჯნურთა თვალი ქალი მისტიკა, ქალის ჟანრი - მეძავი ქალი. ქალია ქალი პოეზიის თაფლიც და შხამიც ქალია ქალი საუკუნო წვიმაც და დარიც, ქალია ქალი იმ დღისით რომ დამადგა ჯვარი ქალია ქალი ვის გულისთვის ცხენს გასძვრა ნალი. ქალი ხარ წნეხი შთაგონების ღვინისებრ მქნელი ქალი ხარ ბნელი - ნიკალა რომ გახადე მსმელი, ქალი ხარ დღენი, ბილიკები სავალი გრძელი ქალი ხარ გველი, ეშმაკი და ყოვლად ბრძენი. აი ამიტომ პოეზიის ძარღვებში სჭვალი ისევ ქალია ჯალათად და ამაყად მდგარი, ქალია ქალი! ოოხ ენას ხომ არა აქვს ძვალი ქალი პოეტთა სასიკვდილოდ ნაწამლი წყალი. ... მე ვხედავ ნისლში ამ წამინდელ ზამთრისფერ ღამეს, ამავ დროულად თან შევყურებ ჟანგისფერ მთვარეს! დართლო 2015 "მეთუშაელი"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი