ლამის ლექსები დავაჭედე სალი კლდის ..


ლამის ლექსები დავაჭედე სალი კლდის წვერზე
ისრისფერ გრძნობას ჭიუხებში ფრთები ვატეხე,
კალმის ოსტატის დიდ წოდება ვატარე მხრებზე
ამომავალ მზეს ჩამავალი სიტყვა ვაჭექე.
ბარბაროსები მე დავხოცე სიყვარულისთვის
რაზმიც დავლეწე ვამპირული ვნებამორევის,
ესე ყოველი გრძნობა იყო რა - სხვის გულისთვის...
გრძნობის ჩემისა, მონატრების გარემოების.
ვიცი ტიფლისს ხარ მთას გადაგრგავ ვით კლდის ყოილი
აზრს არ დავინდობ გინდ ორთავ მხრივ გადაილეწოს,
ძირს დავენარცხო - ყორნებთ ჯიჯგნონ გული ლტოლვილი
ესე პოეტის სიტყვა მოსწყდეს გადაიჩეხოს.

მეთუშაელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი