პოეტიალი
პოეტებს ტკივილი დაუამეთ სიყრმიდან სული სტკივათ ვფიცავ! მიგდებულ ლოთს, რომ დილით ჩაუარეთ ისიც პოეტია - ვიცავ! ვიცავ ყოველ ტკივილს, ყოველ სიხარულს, ბებრის თვალებში ამოკითხულს - ბავშვურ სიყვარულს. ვიცავ სინანულს, ვიცავ ჭირნახულს ცხოვრებაში რომ (გიუარა) იმის მიმალულს - გრძნობასაც ვიცავ! მიყვარს პოეზია, წასულ პოეტებს კი შენდობას გეტყვით, თქვენი სიცოცხლე ხანმოკლეა და მაინც გესვრით! გესვრით, ჩაგქოლავთ მაინც დაგხოცავთ ასე თუ ისე... არც დავფიქრდებით ტყვიას დაგასობთ შიგ გულში მყისვე! ვიცი უძლებდით ათას ტკივილს ათას ქარიშხალს, ეგებებოდით ბედნიერად დილით - გარიჟრაჟს. ნეტავ იციან?! თუ რას ნიშნავს განცდების ხროვა და შენს ყოფასაც მიაწერენ სიგიჟეს, გლოვას. ხან წვიმაში, ხან ქარბუქში, ხანაც ქაოსში დამოგზაურობთ საქართველოში- ხანძთა-ტაოში. ბევრს დასწერთ კიდევ, სანამ მოვა სიკვდილი გლოვა მაგრამ იცოდეთ თქვენი ქარი არ შეწყვეტს ქროლვას. ქროლვა რომელიც აიხვეტავს, გაფანტავს ფოთლებს ჩამოურიგებს იქ კარდაკარ დამაშვრალ ობლებს იმედის მშობლებს! იმედის მშობლებს! იმედის მშობლებს! დრო მოვა როცა ბევრი შენით აინთებს ლამპარს სულიერ სიბრძნეს იმ შინაგანს მკითხველი ჰპოვებს, ჰპოვებს ხეს - უწყლობისგან ბებერს და გამხმარს დაამწყურვალებს იმ იმედით, რომ კვირტებს შობდეს. "პოეტებივით შევიშალოთ" იტყვიან ზოგნი პოეზია კი სულ სხვა შეშლას გულისხმობს მარად, არ მინდა ცერად ვინმემ გაიგოს და რაღაც დოგმით... ამოიცინოს და შემრაცხოს სიგიჟის ზღვარად! მეთუშაელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი