ვიცი ეგ ღიმილი...


ვიცი ეგ ღიმილი არის მომნუსხველი
როგორც ჩემში ყვირის მთების პოეზია
შენ კი მელოდები ქალაქს ''სულ მომსვლელი''
ჩემი ცხოვრება კი მიეთ-მოეთია...
და ეგ თვალებიც სადღაც უნდობელი
ჩემში ლაგმებს ჭედენ ხედვით ულმობელნი
სული იხშობოდა დაუოკებელი
მუხლი იქცეოდა დაუჩოქებელი!
ახლა რეალობას სრულად მოწყვეტილი
მაგრად მთვრალი ვარ და ხორცით მოდრეკილი
მაგრამ ერთი რამ მინდა რომ იცოდე
მაგ ღიმილს მოგტაცებ გინდ ცეცხლში ვიწვოდე...
მთეფში გაფრენილა ჩემი პოეზია
ესე ცხოვრება კი მიეთ-მოეთია.
არ მინდა შენ დაგრჩნენ მეხოტბე ღორები
მე კი ჭიუხში თავს მესხდნენ მძორები
მფატრავდნენ ქორები
სტიროდნენ გორები.
შენ გზას ეკიდები, ცხოვრებით იღწვოდე
მოხარული ვარ! ''ცხოვრება'' მიწოდე
მაგ ღიმილს მთებში ავიტან იცოდე
თუნდ შენი ქარიზმის ცეცხლშიაც ვიწვოდე!

მეთუშაელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი