სიზმარი
ღამე...მე და სიბნელე....დაღლილი მზე მთვარედ გადაიქცა,რომელსაც ამ შემთხვევაში სითბოს კი არა,არამედ ნათების დანიშნულება ჰქონდა. მარტოდ ვიჯექი იდუმალი და მომხიბვლელი ხის ქვეშ და შორი ხედვით ვუყურებდი გზას,საიდანაც თითქოს ვიღაც ჩემსკენ მოდიოდა.ვერ გავარჩიე ვინ იყო,მისი სახის დანახვა მინდოდა,მაგრამ ძალიან ბნელოდა.ჩემში თანდათან მატულობდა მოუთმენლობის ინსტიქტი...მომიახლოვდა...ვიცანი...ის იყო უნდა ჩავხუტებოდი,ხელი გავშალე,მისკენ წავიწიე...მოულოდნელად გავიღვიძე და ავღმოჩნდი ბნელ ოთახში,სადაც დაღლილი სანთელი ბოლო ცრემლის დაღვრას უცდიდა...და ბოლოს ისიც ჩაქვრა...თვალები გავახილე და ვთქვი ეს ხომ სიზმარია...სიზმარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი