პოეტებს +


პოეტებო დაწერეთ 
ახალ-ახალ ლექსები,
გაზაფხულს რით შეხვდებით?
ალბათ იით, ვარდებით.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
სულმა, გულმა რომ იგრძნოს,
აეხილოს თვალები.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
თორემ ძველი გათავდა
აგვეშალა დარდები.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
თორემ ქალებს რა ვუყოთ
თვალთ უქრებათ ალები.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
გაამხილეთ ფიქრები
და თქვენც გეალერსებით.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
სანამ დაწერთ იცოდეთ
ბევრი უნდა იცოდეთ.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
უფალი განადიდეთ
ერი საქართველოსი.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
სიმართლე და სიკეთე
წინ წაიმძღვარეთ.

პოეტებო დაწერეთ
ახალ-ახალ ლექსები,
თორემ მერე ვინ იცის
არც ჩვენ გამოგვივიდეს.

პოეტებო დაწერეთ 
ახალ-ახალ ლექსები,
გაზაფხულს რით შეხვდებით?
ალბათ იით, ვარდებით.
მე თან მინდა ლექსებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი