მზეში გათოვარ +
მე კვლავ მარტო ვარ ისევ მარტო ვარ, მთელი ცხოვრება მზეში გათოვარ. ჩემი ლექსები ,ჩემი ცხოვრება მორცხვობის გამო დაუწერელი, გამოუთქმელი, განურჩეველი განდეგილივით აღუწერელი. ხან ბრაზი თავთან ხან ყოველისთან, ხან იქით, ხან მაინც აქეთ ხან ფიქრი, ხან კი არა. და მაინც სიჩუმე ყველაფრის განცდა, ყველგანმყოფობა, წინასწარ განჭვრეტა. და მაინც მარტო ვარ ისევ მარტო ვარ, მთელი ცხოვრება მზეში გათოვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი