ველი , ველი და ველი ! +
მსურდა შემეგრძნო წუთით მაინც სამოთხის განცდა, მოვლინებოდი დედამიწას მხსნელად, მაშველად, ვიხილე სიზმრად არე-მარე მადლით მოსილი სულ სხვაგვარი გარემოთი, ეშხით ფენილი. ადამიანი არ მინახავს თითქმის არავინ სამაგიეროდ ვნახე ის რაც მაქცევდა მხსნელად, მაშველად, დარწმუნებული გავიღვიძე სიზმრად ქცეული სახეზე ღიმილი გადამკროდა აღტაცებული. მაგრამ უმალვე გაიფანტა ნანახის ხსოვნა, და მახსოვს მხოლოდ ის რომ შემეძლო ფრენა, შემეძლო ვყოფილიყავ მხსნელი, მაშველი და ეხლაც სიზმრებში იმ მომენტს ისევ ველი, ველი და ველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი