მაგრამ მაინც +


და არც ერთ შენს ნაბიჯს არ აკლია
ჩემგან სიკეთით აღნიშვნა,
მაგრამ მაინც სხვა
მიგაცილებს სახლამდე,
და გპირდება ხვალამდე,
                       მანამდე?
მანამდე მე გიწერ ამ სტროფებს
                        მაწამებ?
მე ვიცი საიდან ეს ფიქრი
თბილისში ნარნარად მიჰქრი,
შენ იცი საიდან ეს ფიქრი
ბათუმში მე ფეხით მივქრი,
                          მადროვებ?
ვერ გმეტობ დარდობდე, (ვერც სხვას)
                     კარგობდე,
                     ხარობდე,
                     ჩქარობდე,
                     ქარობდე,
                     ქალობდე,
                     სწავლობდე,
ლამობდე, ჩემს შენს ფიქრს სწვდებოდე,
და აღსრულებაში მეხმარებოდე !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი