აღარავის ველი და აღარსადაც მელიან +


აღარავის ველი და აღარსადაც მელიან
აქეთ მგელი მიღრენს , იქეთ კიდევ მელია,
თავის გამოჩენა და ცოდნის გაზიარება
აღარავის უნდა და არც არავის სცალია.

წამოვიყვან თბილისიდან მონარნარე ტკბილხმიანს,
ოღონდ ბათუმს გაჩერდეს, ოღონდ ბათუმს დაჯერდეს,
წამოვიყვან თბილისიდან ვარსკვლავს სიმიანს,
ოღონდ მე შემეჩვიოს, ოღონდ მე გამიჩერდეს.

ეჰ, სად არის ის მანდილი,
თავს ებურა ძველად ქართულს,
მერე ისე გადიკარგა
ვეღარ გეტყვის სიტყვას ქარგულს

ბათუმს, ბათუმს, ბათუმს
ზღვა უტევს და მთა დაჰყურობს,
გადაურჩა თურქსაც , რუსსაც,
მრავალ შინაურს  და გარეულსაც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი