ჯერ ადრეა მობრძანება უფლის? +


ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
თუმც ეშმაკი ამ გამოთქმას ძირსაც უთხრის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის,
ვხედავ დედა თავის შვილს როგორ უვლის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
არსად ისმის ქვეყანაში ხმა მწუხრის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
ეშმაკია მხოლოდ ღირსი ფურთხის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
რადგან არ სწამს ხალხს ფულის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
არ უჩივა კაცი ტკივილს გულის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
არ მიჰყიდა არავინო ეშმაკს სული.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
რადგან არ ჩანს გაიძვერა ქურდი.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
არვინაა ქვეყანაზე მთქმელი ტყულის.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის?
პირიქით ხდება დღეს ზემოთ თქმული.

ჯერ ადრეა მობრძანება უფლის
ეს ხომ მხოლოდ უფალმა უწყის !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი