ჩიტო-ჩიტო ჩიტუნია +


ჩიტო-ჩიტო ჩიტუნია
რასა შვები ამ ზამთარს?
სიცივეს რას  უხერხებ,
მთლად ძვალ-რბილში რომ ატანს?

ბიჭო-ბიჭო ბიჭუნია
თბილ ქვეყნებში მივფრინავ,
და თუ გზაში გადავრჩი
დავბრუნდები გაისად.

ჩიტო-ჩიტო ჩიტუნია
გალიაში გაცხოვრებ,
არ  მოგაკლებ, საკვებს , სასმელს,
და არც გაგათხოვებ.

ბიჭო-ბიჭო ბიჭუნია
მამა-პაპის წესს მივსდევ,
ამიტომაც წავალ ახლა,
გაზაფხულს არდამივიწყებ .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი